ერთხელ, შინაურ ატმოსფეროში, კარგი წითელი ღვინის ჭიქით ხელში, დასავლური ლიბერალური კაპიტალიზმის დამცველი ინტელექტუალი და მისი სიყრმის მეგობარი, ამჟამად სულიერი მოძღვარი, თანამედროვე საზოგადოებების ნაკლებსა თუ უპირატესობებზე დავობდნენ. დასავლელის არგუმენტაციის ჯაჭვის კულმინაცია ყოველთვის ე.წ. კეთილდღეობა გახლდათ. მისთვის ცხადი და ბუნებრივი დაშვება გახლდათ ის რომ, სწორედ ამ კეთილდღეობისკენ იღწვის ადამიანთა უმრავლესობა (ასკეტების გამოკლებით)…